1747980527
VIDEO: „მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი...“ - თამო ვაშალომიძის კიდევ ერთი ლუქი კანის ფესტივალზე

TAMO'S SKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე საფრანგეთის ქალაქ კანში იმყოფება, საიდანაც „ინსტაგრამ“ გამომწერებს კადრებს უზიარებს.
პირველ დღეს თამო ვაშალომიძეს ქართველი დიზაინერის, Temo Chérie-ს ულამაზესი შავი, თვლებით გაფორმებული კაბა ჰქონდა მორგებული, მეორე დღეს კი წითელ ხალიჩაზე, წითელი ფერის კაბით წარდგა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.
„მინდოდა, განსხვავებული ვყოფილიყავი დღეს და ამ კაბით ქალურობა, სიძლიერე გამომეხატა“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.
View this post on Instagram