VIDEO: „ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის... ძალა ჩვენს ერთობაშია, ილია მეორესაც ეს სურდა“ - რომან დოლიძე

რომან დოლიძე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში UFC-ს ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე გამოეხმაურა და ვიდეომიმართვა გაავრცელა.

მან სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და თქვა, რომ იგი ყველასთვის დიდი დანაკარგია:

„მინდა მივუსამძიმრო საქართველოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალება. ის ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის. ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია. ილია მეორესაც ეს სურდა“,- ამბობს რომან დოლიძე.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.