1748446305
VIDEO: დაამზადეს სუშის ყველაზე გრძელი რულეტი - მისი სიგრძე 216 სანტიმეტრია

სუშის ყველაზე გრძელი რულეტი დაამზადეს - მისი სიგრძე 216 სანტიმეტრია. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ბოსტონელმა შეფ მზარეულებმა მის მოსამზადებლად 907 კილოგრამი ბრინჯი, 227 კილოგრამი ორაგული, ათასობით ნორის ფურცელი, მილიონობით სეზამის თესლი და 227 კილოგრამი კიტრი გამოიყენეს.
მათ მონდომებას უშედეგოდ არ ჩაუვლია - მათ გინესის რეკორდი დაამყარეს.