„ვარ 2 შვილის დედა... გავხდი საზღვარგარეთ უმსხვილესი კომპანიის მთავარი იურისტი“ - „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე თამარა

თამარი

„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის მონაწილე ორი შვილის დედა 29 წლის თამარ ახალკაცია. 

იგი პროფესიით იურისტია და როგორც თავად ამბობს საზღვარგარეთ ერთ-ერთ უდიდეს კომპანიაში მთავარი იურისტის პოზიციაზე მუშაობდა.

„მე თამარ ახალკაცი ვარ, 29 წლის, 2 შვილის დედა. პროფესიით იურისტი გახლავართ. ჩემთვის ეს პროფესია გახდა მთავარი სიყვარული. სიყვარული, რომელსაც არ ვთმობ არასდროს. „სტარტი“ დაიწყო, როცა ჩავაბარე ტეხასის უნივერსიტეტში. პარალელურ რეჟიმში დავიწყე, ჰობის დონეზე მოდელობა. გავხდი საზღვარგარეთ უმსხვილესი კომპანიის მთავარი იურისტი. დღეს უკვე ვფიქრობ, რომ თამარა შედგა, თამარამ მიაღწია იმ მწვერვალს, რომელსაც ოცნებობდა ბავშვობიდან მოყოლებული. „პრაიმ ჰაუსში“ შემოვედი იმიტომ, რომ ეს იყო გადადგმული ნაბიჯი სიმშვიდისთვის, ახალი დასაწყისისთვის“, - ამბობს თამარ ახალკაცი.

ასევე დაგაინტერესებთ:

პროკურატურამ სქესობრივი დანაშაულების და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ნიკოლოზ სააკაშვილმა ყოფილ რძალთან, სანდრა რულოვსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

ბავშვს გაჩერებული გული აუმუშავა - ემოციურ ისტორიას მოზარდის ახლობელი იხსენებს