წყვილმა განქორწინებისას, კენტი რაოდენობის ქათმები ვერ გაიყო და „ზედმეტი“ ქათმისგან ვახშამი მოამზადა

განქორწინება

ჩინეთში წყვილმა განქორწინების დროს 29 ქათამი ვერ გაიყო. ცოლიც და ქმარიც ფერმერები არიან და მათი საზიარო ქონება შინაურ ფრინველები იყო: 22 ბატი, 2 იხვი და 29 ქათამი. ბატები და იხვები მათ მარტივად გაინაწილეს, თუმცა ქათმებთან პრობლემა გაუჩნდათ.

საქმე სასამართლომდე მივიდა, სადაც ქალმა განაცხადა, რომ ქათმები თვითონ გაზარდა და მათთან ემოციური კავშირი ჰქონდა. კაცი კი ამტკიცებდა რომ თვითონაც დიდი რესურსი გაიყო ფრინველებზე ზრუნვის დროს.

მოსამართლემ მათ ორი ვარიანტი შესთავაზა: ყოფილი მეუღლეები ერთად შეჭამენ ერთ ქათამს, ან ის, ვინც ერთით მეტ ფრინველს დაიტოვებს, მეორეს მის ღირებულებას გადაუხდის.

წყვილი ქათმის ერთად მომზადებაზე შეთანხმდა. ეს მათი გამოსამშვიდობებელი ვახშამი იყო.