1728156496
„წვიმიანი საღამო“ - ნიკოლოზ ბასილაშვილისა და შარლოტა ელენას რომანტიკული კადრები
ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ოჯახური დავა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მოდელ ნეკა დოროყაშვილს შორის რამდენიმე თვის წინ დასრულდა.
სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ყოფილი ცოლ-ქმრის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო. იმ პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა ჩოგბურთელის მეგობარი გოგონაც, ასევე სპორტსმენი შარლოტა ელენა.
რამდენიმე დღის წინ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიმართვა გაავრცელა, სადაც წერდა, რომ პირად თუ კარიერულ დონეზე ურთულესი პერიოდი ჰქონდა.
ბოლო სამი წელია, ვებრძვი იდაყვის ტრავმას. თამაში ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50%-ის ფარგლებში შემიძლია, ყოველ კვირა ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო.
ყოველ ჯერზე აუტანელი ტკივილით მიწევდა კორტზე გასვლა, რაც ენერგიას მაცლიდა. მაკარგვინებდა თავდაჯერებულობას. მე მაინც არ ვამბობ უარს, ყველაფერს გავაკეთებ და მჯერა, გამოსავალს ვიპოვი. მადლობა მხარდაჭერისთვის.“ - დაწერა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
ამჯერად შარლოტა ელენა ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:
„წვიმიანი კვირა საღამო“ - წერს ის.
ასევე დაგაინტერესებთ: