სოსო ნებიერიძე ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა - ვიდეო

სოსო ნებიერიძე

ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.

სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანა. მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 352 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე. სოსო ნებიერიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გაგვიზიარა. მან ჩრდილოეთ კორეის ვიზა მიიღო. ამჯერად კი აქვეყნებს ვიდეოს, რომლიდანაც ვიგებთ რომ იგი უკვე ჩრდილოეთ კორეაში მიემგზავრება:

„არა ერთხელ წავსულვარ სახლიდან აეროპორტში, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. მსგავსი მოგზაურობა არასდროს არ მქონია. მეზობელი შემხვდა ახლა ლიფტში და მკითხა ამჯერად საითო - მეთქი ჩრდილოეთ კორეაში. ყველას ჰგონია, რომ ვხუმრობ. ვერ წარმომიდგენია რომ ახლა ვზივარ მანქანაში მივდივარ აეროპორტში და გეზი მაქვს ჩრდილოეთ კორეაში. ჯერ მივფრინავ ჩინეთში, ურუმჩიში და შემდეგ გადაჯდომა მაქვს პეკინში“, - ჰყვება სოსო ნებიერიძე ვიდეოში.