პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟის, კარლო პონტისა და მისი ქართველი შეყვარებულის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ ქართველმა მკითხველმა უკვე იცის.
წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურობს და საქართველოში მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებსაც უზიარებენ გამომწერებს.
როგორც ირკვევა მარიამ შარმანაშვილმა სოფი ლორენის ვაჟი 2 წლის წინ გაიცნო და მათ შორის მალევე რომანტიკული მიმოწერა დაიწყო. კარლო პონტიმ 2021 წლის 14 მარტს ინსტაგრამზე ფოტო ატვირთა, რომელზეც მარიამმა მიაწერა - ბელისიმო, მას კარლომაც უპასუხა და მათ შორის აქტიური მიმოწერა დაიწყო მუსიკასა და ხელოვნებაზე.
ონლაინ დაწყებული ურთიერთობა მალე პირად ურთიერთობაში გადაიზარდა. კარლო პონტი უმცროსმა საკუთარი დაბადების დღე, 29 დეკემბერი საქართველოში ქართველ რჩეულთან ერთად გადაიხადა, ასევე ახალ წელს და შობასაც საქართველოში შეხვდა. შობას ის მარიამთან ერთად ნიაზ დიასამიძის კონცერტს დაესწრო.
ცოტა ხნის წინ მარიამ შარმანაშვილმა სოციალურ ქსელში ფოტოები ატვირთა წარწერით: „ჩემი პირველი სტუდიური ფოტოსესიის შედეგი, უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან უსაყვარლეს გუნდს“ - წერს მარიამ შარმანაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.