სნუპ დოგი ნაყინის დეგუსტატორს ეძებს, რომელსაც თვეში 10 000 დოლარს გადაუხდის

სნუპ დოგი

გიყვარს ნაყინი? სნუპ დოგის თქმით, შესაძლოა შენთვის იდეალური სამსახური არსებობდეს.

რეპერი, მეწარმე და Dr. Bombay-ის თანადამფუძნებელი სნუპ დოგი საერთაშორისო ნაყინის დეგუსტატორს ეძებს - ეს საკმაოდ „ტკბილი“ სამსახური თვეში 10 000 დოლარს ანაზღაურებს და მასზე განაცხადის შეტანა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან არის შესაძლებელი.

სნუპ დოგმა ვაკანსიის შესახებ 27 აგვისტოს გამოაცხადა. მისი თქმით, Dr. Bombay ახლა უკვე აშშ-ის ფარგლებს გარეთაც ეძებს ახალ გემოს იდეებსა და შთაგონებას, რადგან კომპანია გაფართოებას გეგმავს.

კომპანია, რომელიც სნუპ დოგმა თავის ვაჟთან, კორდელ ბროდუსთან ერთად, 2023 წელს დააარსა, დასაქმების პლატფორმა Deel-თან თანამშრომლობს შესაბამისი კანდიდატის მოსაძებნად.

სამომავლო თანამშრომლის მოვალეობებში შევა ნაყინისა და გაყინული დესერტების დაგემოვნება, ახალი და პოპულარული გემოვნების ტენდენციების აღმოჩენა და მომავალი პროდუქტების შექმნაში მონაწილეობა.