„კიდევ ერთი ახალგაზრდა დავკარგეთ...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1733298491
უნისექსი სუნამო შვედეთმა წლის მთავარ საჩუქრად დაასახელა. შვედეთის ვაჭრობის ინსტიტუტი ყოველწლიურად ირჩევს ისეთ საჩუქარს, რომელიც „თავისი დროის საუკეთესო განსახიერებაა“ და მყიდველთა შორის მზარდი მოთხოვნით სარგებლობს.
წლევანდელი არჩევანი ინსტიტუტმა იმით ახსნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაციისა, შვედებს არ დაუკარგავთ სურვილი გაანებივრონ თავები ფუფუნების ნივთებით. გარდა ამისა, მოდის ინდუსტრია ნელ-ნელა შორდება კაცის თუ ქალის ტრადიციულ სახეს და უნისექს სუნამო შესაძლოა ადამიანის თვითგამოხატვის მნიშვნელოვან გზად იქცეს.
1998 წელს შვედეთში წლის საჩუქარი კომპიუტერული თამაში გახდა, 2015 წელს – რობოტი-მტვერსასრუტი, 2018 წელს – გადამუშავებული ქსოვილით დამზადებული ტანსაცმელი, 2020 წელს – საკვების ბუნებაში მოსამზადებელი გაზქურა, ხოლო გასულ წელს – სამაგიდო თამაში ლიდერობდა.