1732386875
„სამწუხაროა, მაგრამ ხდება...“ - თაია ჭიჭინაძე გულშემატკივრებს მიმართავს
„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების, თაიასა და სოფის დაძაბული ურთიერთობა გრძელდება. როგორც თაია ჭიჭინაძე ამბობს, მან წყენა „დისლაიქით“ გამოხატა, რადგან მეგობრისგან ღალატი დაინახა.
„სოფიმ მიღალატა, ხალხო, მაშინ, როცა ძალადობის გამამართლებელი მიწოდა. ეს კიდევ 2 კვირის წინ იყო და მე მას ამაზე პასუხი არ გავეცი. მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ცუდი პერიოდი ჰქონდა, რომ ამას გადალახავდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. სამწუხაროდ, სოფიმ მეორედ მიწოდა ძალადობის გამამართლებელი და ამაზე მიიღო ჩემი პასუხი და „დისლაიქი“.
სოფიმ კიდევ ერთხელ მაჩვენა, რას ნიშნავს მეგობრის ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა. რა სამწუხაროა, მაგრამ ხდება. მე ვერაფრის გამო დავკარგავ ჩემს თავს და და ჩემს ადამიანობას. მიყვარხართ და მადლობა, რომ ჩემთან ხართ,“ - წერს თაია ჭიჭინაძე.
ასევე ნახეთ: