დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონის მონაწილე, ინფლუენსერი კესო ბერუაშვილი პაემნების შესახებ მორიგ მოსაზრებას გვიზიარებს.
„ვთქვი, რომ კაცი, რომელიც ვერ იხდის ვახშმის ფულს, რა გაფიქრებინებს, რომ მომავალში ოჯახს არჩენს, კომენტარებში ჩემი თრევა მიდიოდა.
ხალხი მიმტკიცებდა, რომ დასავლეთ ევროპაში ქალები და კაცები თანაბრად იხდიან. ვიღაცებმა გენდერული თანასწორობაო, რა შუაშია. მგონია, რომ ეს ადამიანები დასავლეთ ევროპაში არ არიან ნამყოფი და თუ არიან, იქ არ არიან გარეულები, სადაც დასავლეთ ევროპელები არიან.
მქონია დასავლეთ ევროპელ კაცთან პაემანი და გეტყვით, რაც ხდება: დასავლეთ ევროპელი კაცი, მით უმეტეს, როცა იცის, რომ ქალი აღმოსავლეთ ევროპიდანაა, ვახშმის ფულს ყოველთვის თავად იხდის. გენდერული თანასწორობა რა შუაშია, პაემანზე ფულის გადახდასთან დაკავშირებით? უბრალოდ, აქ მანერებზე და ჯენტლმენობაზეა საუბარი.
გენდერული თანასწორობა იცით სად გაიხსენეთ მამაკაცებო? როცა თქვენს თანამშრომელ გოგონას იგივე საქმეში გაცილებით ნაკლებს უხდიან, ვიდრე თქვენ. აი, მაშინ შეგიძლიათ გააპროტესტოთ ეს ამბავი და არა პაემნებზე, ფულის გადახდის ამბავში გაგახსენდეთ გენდერული თანასწორობა. გაქვს მანერები, ან ხარ ჯენტლმენი, ან არა.“ - ამბობს კესო ბერუაშვილი.