1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ქართველმა მომღერალმა, ნინი ბრეგვაძემ ამერიკელების გაოცება შეძლო. იგი ამერიკული „ვოისის“ მონაწილეა. ნინიმ „ვოისში“ ოთხივე ჟიურის წევრის შემოტრიალება შეძლო. იგი ამერიკაში უკვე 7 წელია ცხოვრობს.
ნინის წარმატების შესახებ დაწერა უცხოურმა მედიამაც. NBC წერს, რომ გოგონა ნიუ-იორკში 2016 წელს გადავიდა საცხოვრებლად: „საქართველოში მთელი ცხოვრება უკან მოიტოვა, რათა მუსიკალური კარიერა შტატებში გაეგრძელებინა“.
„ნინი იხსენებს, რომ როცა ამერიკაში ჩამოვიდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში უსახლკარო იყო და მეტროში ცხოვრობდა“,- წერს NBC.
„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძალიან მენატრება სახლი. მინდა დედაჩემმა თქვას, მას მიზეზი გქონდა წასვლისთვის... მინდა ვაჩვენო მსოფლიოს, რომ ვიმსახურებ აქ ყოფნას“,- ამბობს ნინი ბრეგვაძე.
„ვოისში“ ნინიმ ჟიურის წევრების მოწონება დაიმსახურა: „ეს იყო დღის საუკეთესო ვოკალი, ჩვენ აქ პოტენციურ გამარჯვებულს ვხედავთ“ - თქვა ჰორანმა.
„ის ფაქტი, რომ თქვენ შეგიძლიათ ასე მარტივად გადახვიდეთ სხვადასხვა სტილზე, ძალიან ამაღელვებელია“,- აღნიშნა გვენ სტეფანიმ.
ასევე ნახეთ:
სოციალურ ქსელში, გერმანელი გოგოს უკანასკნელი ვიდეო გავრცელდა, რომელიც ტერორისტებმა მოკლეს