რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
ქალმა ვიქტორიანული კაბის ჯიბეში კოდირებული შეტყობინება იპოვა: წერილი გაშიფრულია. ამბავს CNN გვიყვება. კაბის ამჟამინდელი მფლობელი, სარა რივერს კოფილდი ვინტაჟური კოსტიუმების კოლექციონერია და ამ საქმიანობით ადრეული ახალგაზრდობიდანაა გატაცებული.
1880-იანი წლების კაბა მან 2013 წლის დეკემბერში $100-ად შეიძინა. სახლში მიტანისას, სამოსის დათვალიერების დროს, კაბის ჯიბეში სარამ ორი პატარა ფურცელი იპოვა, რომელზე დაწერილი სიტყვებიც რთულად, მაგრამ მაინც გარჩევადი იყო. სიტყვებს შორის იკითხებოდა „ბისმარკი, ფოთოლი, კუბა" და ა.შ. რადგანაც თავად ვერ ამოხსნა, რასთან ჰქონდა საქმე, გადაწყვიტა, 2014 წლის თებერვალში ინფორმაცია ინტერნეტით გაევრცელებინა და საქმეში მოხალისეები ჩაერთო.
ჩანაწერების გარშემო არაერთი ადამიანი შეიკრიბა. უმეტესი მათგანი ვარაუდობდა, რომ მისი პირვანდელი მფლობელი ჯაშუში იყო, რომელიც დაშიფრულ სიტყვებს გასაიდუმლოებული კომუნიკაციისთვის იყენებდა. თითქმის ყველა ამ უკანასკნელზე შეჩერდა და, ფაქტობრივად, დანებდა, რა დროსაც საქმეში კანადაში მდებარე მანიტობას უნივერსიტეტის მეცნიერი, უეინ ჩანი ჩაერთო.
როგორც ამბობს, გასაშიფრად მას 3 თვეზე მეტი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში მან 170-ზე მეტი ვიქტორიანული წიგნი გადაათვალიერა და საბოლოოდ ამოხსნა, რომ ჩანაწერები ამინდის პროგნოზის შესახებაა გაკეთებული. მაგალითად, სიტყვა "ბისმარკი" ნიშნავს, რომ ის ჩაწერილი იყო ბისმარკის სადგურზე, ახლანდელ ჩრდ.დაკოტაში. საბოლოოდ დაასკვნეს, რომ დაშიფრულ შეტყობინებებში მე-19 საუკუნის ამინდის ტელეგრაფიული კოდებია გამოყენებული.
ასევე ნახეთ: