,,პროექტმა მიიღო გადაწყვეტილება..." - რა სიახლე გააცნო გიორგი ნაზღაიძემ ,,პრაიმ ჰაუსელებს"

გიორგი ნაზღაიძე

,,პრაიმ ჰაუსში" გიორგი ნაზღაიძის სტუმრობა არავის უკვირს. წამყვანი, ძირითადად, პროექტში საყვედურებით შედის ხოლმე, თუმცა, ამჯერად, ის სულ სხვა მიზნით ესტუმრა მონაწილეებს.

პროექტის გადაწყვეტილებით, ,,პრაიმ ჰაუსელები" აღდგომას საკუთარ სახლებში შეხვდებიან.

,,ამ შაბათს, ლაივშოუ არ გაიმართება. პროექტმა მიიღო გადაწყვეტილება, სადღესასწაულო დღეებში, ყველა მონაწილე გაგიშვათ სახლში, რათა, თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდეთ ამ უდიდეს დღესასწაულს. ,,პრაიმ ჰაუსი" ეთერში დაბრუნდება სამშაბათს, 23:00 საათზე. ხოლო ოთხშაბათს, გვექნება მორიგი დასახელება, სადაც ავირჩევთ მხოლოდ ერთ, მეოთხე აუტსაიდერს, ხმის მიცემა კი დაიწყება, ოთხშაბათის ეპიზოდის დასრულებისთანავე", - განაცხადა გიორგი ნაზღაიძემ.