„ორად იყოფა ჩემი ცხოვრება - შენთან ერთად და შენს მერე გაუსაძლისი ტკივილით“ – თიკა მახალდიანის ემოციური პოსტი დედას

თიკა მახალდიანი დედასთან ერთად

მომღერალი თიკა მახალდიანი, სოციალურ ქსელში, ემოციურ პოსტს წერს და გარდაცვლილ დედას დაბადების დღეს ულოცავს.

„ჩემი პატარა, ლამაზი და ნაზი დედიკო დაიბადა დღეს.. ყველას დები ვეგონეთ და ძალიან მიხაროდა ასეთი ახალგაზრდა დედა მყავს მეთქი, თან ძალიან ლამაზი, ბევრად ლამაზი ვიდრე მე..

დებიც ვიყავით, დედა შვილიც და საუკეთესო დაქალებიც..

ორად იყოფა ჩემი ცხოვრება – შენთან ერთად და შენს მერე გაუსაძლისი ტკივილით,“ -წერს თიკა.

მომღერლის ცხოვრებაში 2 წლის წინ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მისი დედა აღდგომა დღეს ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ცოდვების მოსანანიებლად ორმოში ჩადიოდა. ამ დროს კარი სულ ჩაკეტილი ჰქონდა. ერთხელ კელიის კარი ღია დარჩა და...“ - 2 ნოემბერი წმინდა ბერი გაბრიელის ხსენების დღეა

„მიდიხარ სკოლაში? - მოიდრიკე მუხლი. მალე დაინახავ, რომ სხვებზე უკეთ სწავლობ... ხშირად ილოცეთ, ბავშვებო“ - ბერი პაისის დარიგება

„როცა დიასახლისი სახლს ალაგებს და თან გულში ლოცულობს, იცოდეთ, მაშინ მთლიანად სახლის კურთხევა ხდება“ - ბერი პაისი