„ნინი ნახევარფინალში ამერიკამ და ამერიკელებმა გადაიყვანა, დიდი შანსი აქვს გაიმარჯვოს“ – რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

ნინი ბერგვაძე

ქართველი მომღერლის, ნინი ბრეგვაძის წარმატებას ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მარინე ძაგნიძე ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ ნინი ნახევარფინალში ამერიკამ და ამერიკელებმა გადაიყვანა.

„ამერიკაში ემიგრირებული ქართველების ხმები იყო ზღვაში წვეთი. ნინიმ შეძლო ის, რაც აქამდე ვერ შეძლო სხვა ქართველმა კონკურსანტებმა: მან აანთო ამერიკა მისი თავმდაბლობით, ნიჭიერებით და უბადლო ტალანტით. მან ჩანერგა ნაპერწკალი ამერიკელების გულში, რომელიც გაღვივდა, აენთო და აგიზგიზდა.

ნინი ნახევარფინალში გადაიყვანა ამერიკამ და ამერიკელებმა. აქვს დიდი შანსი გაიმარჯვოს. ვულოცავ ამ უდიდეს გამარჯვებას. ღმერთმა დალოცოს ამერიკა.

ეს არის დიახაც ოცნებების ახდენის ქვეყანა. დარჩით ადამიანებად“, – წერს მარინე ძაგნიძე.

ასევე ნახეთ:

„ნაწარმოები პირველად რომ გამოქვეყნდა, ილარიონი საყვედურობდა, მომჭრა თავი მთელ სოფელში, რა დაწერა აგი ამფერიო…“ – დუმბაძის წიგნის გმირების ნამდვილი ამბები

„რამდენჯერაც ვიყვირე, რომ კარგად ვარ, იმდენჯერ საპირისპირო დამხვდა წინ...“ - სალომე კაპანაძე

როგორ გავიგოთ, რომ ვიღაცას თქვენი მალულად შურს - ქცევის 10 მკაფიო ნიშანი