„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
თათია კობალაძე და ნინი შერმადინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობენ. ახლახან, თათიამ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. თათია კობალაძე ტომ-15 ში მოხვდა.
„არ ვიცი მთელი დილაა ვფიქრობ, გითხრათ თუ არა ეს კარგი ამბავი იმ ყველაფრის ფონზე რაც, ქვეყანაში ხდება!
მაგრამ, გადავწყვიტე გაგიზიაროთ კონკურსის შედეგები, რადგან ბევრი მწერთ თუ რა ხდება!
გადავედი ტოპ 15-ში! გრძელდება ბრძოლა ტოპ 10-ში მოსახვედრად! ისევ პირველ ადგილზე ვარ და ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი დამსახურებაა! ოღონდ მართლა მარტო თქვენ შეძელით, რომ მე აქამდე მოვედი და ვინარჩუნებ ისევ პირველ ადგილს !
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველა მუსიკოსმა პირი შეკრა რომ ოღონდ მე არ გავიმარჯვო, აი ყველაფერზე მზად არიან! მუსიკოსებს იმიტომ ვახსენებ, რომ მეგობრებში მყავს ძალიან ბევრი, ვითომ ძალიან რომ უნდათ მოვიგო და ამ დროს საქციელი სრულიად სხვა რამეზე მეტყველებს! იმავეს ვიტყოდი ჟურნალისტების 99% ზე! არიან ჟურნალისტები, რომლებიც ობიექტურად წერენ ან აშუქებენ ამბებს! (და მე თქვენ მიყვარხართ!)
თქვენ, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ მოგწონთ ჩემი შემოქმედება, აი მხოლოდ თქვენი დამსახურებაა ნამდვილად ეს ყველაფერი! მიყვარხართ! მადლობა მადლობა და მადლობა…
P.S. ჩემი გამარჯვება ამ და სხვა დანარჩენ კონკურსებშიც იქნება პირდაპირი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ არ უნდა დანებდე მაშინაც კი, თუ მთელი სამყარო გებრძვის! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მიყვარხართ ცნობისთვის, საუკეთესოთა ტომ-15-ში მოხვდა ნინი შერმადინიც.“
ასევე ნახეთ:
VIDEO: „3 აგვისტო, ასე დაიწყო...“ - შემზარავი კადრები შოვიდან, რომელიც ახლა გავრცელდა
VIDEO: „ძალიან რთული ხილვა მქონდა...“ - ეზოთერიკოსი მიმართვას ავრცელებს
„ბაჩის უნდა იცნობდეთ… ჩვენი გმირი ხარ” - რას წერენ სოციალურ ქსელში