თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ვისკის აუქციონზე $1.5 მილიონად გაიტანენ. მისი მწარმოებელი The Macallan-ია. დაინტერესებული პირები ვისკის შეძენას სოტბის აუქციონზე ნოემბერში შეძლებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ Macallan 1926 ცნობილია, როგორც ყველაზე ძვირფასი შოტლანდიური ვისკი. ეს 2019 წელსაც დადასტურდა, როდესაც Macallan 1926-ის კიდევ ერთი ბოთლი აუქციონზე $1.3 მილიონად გაიყიდა. ვისკი 1926 წელსაა დაყენებული. საკოლექციო სასმელი 6 ათწლეულის შემდეგ, 1986 წელს, შეზღუდული რაოდენობით, 40 ბოთლით გამოიცა. სოტბის სააუქციონო სახლის თანამშრომელი, ჯონი ფაული, რომელიც ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით მუშაობს, ამბობს, რომ "Macallan 1926 არის ერთადერთი ვისკი, რომლის გაყიდვაც ყველა აუქციონერს სურს და ყველა კოლექციონერს კი უნდა, რომ უბრალოდ ფლობდეს".
გამოშვებული 40 ბოთლიდან ამჟამად 12-ია დარჩენილი. უმეტესი მათგანი ირლანდიელი მხატვრის, მაიკლ დილონის საკულტო ეტიკეტებითაა გაფორმებული, მათ შორის, ბოთლი, რომელსაც სოტბი მომდევნო თვეში წარმოადგენს.
ასევე ნახეთ:
ჭარბწონიანობის მიზეზი გამოავლინეს - მასშტაბური კვლევის მიგნებები
დიაბეტის დიაგნოსტირება სმარტფონითაც შეგვეძლება - როგორ
თმის გასასწორებელი პროდუქტები დაკავშირებულია კიბოს გაზრდილ რისკთან - საკითხს FDA იკვლევს