პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოცეკვავე, ელენე სურმანიძე, რომელსაც ნუცა ბუზალაძის კონცერტზე ჯგუფთან ერთად უნდა ეცეკვა, ამბობს, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ის instagram-ზე წერს.
„30 ივნისს მე და ჩემს ჯგუფს მონაწილეობა უნდა მიგვეღო ნუცა ბუზალაძის სოლო-კონცერტში. მივიღე ბევრი მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ არ მიმეღო მონაწილეობა სოლო-კონცერტში. იმის მიუხედავად, რომ ნუცა ჩემი მეგობარია, ამ რთულ პერიოდში როდესაც რუსეთი აწარმოებს გაუმართლებელ აგრესიას უკრაინის, საქართველოს და ზოგადად კაცობრიობის წინაშე. მისი მოსკოვში ვიზიტი მესმის, რომ გულდასაწყვეტი იყო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო 30 ივნისს გასამართ ღონისძიებაში მონაწილეობა.
თუმცა, არავინ ვართ დაზღვეული შეცდომებისგან, იმედი მაქვს, ნუცა დაამტკიცებს, რომ იმსახურებს ხალხის იმ მხარდაჭერის ხელახლა მოპოვებას, რაც მას რუსეთში ვიზიტამდე ჰქონდა“,- წერს ელენე სურმანიძე.
ასევე ნახეთ:
ნახეთ, სკანდალის შემდეგ, რა ფოტოს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში
⇒ რა გახდა ქართველი მომღერლების მოსკოვში შეკრების მიზეზი
⇒ VIDEO: „სამშობლო“ მოსკოვში - ქართველმა მომღერლებმა რუსეთში იმღერეს