პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“მესამე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე, ლუკა შაფაქიძე მიმართვას ავრცელებს.
„როგორც იცით, ჩვენი პროექტის წესების მიხედვით ტელეფონებს ძალიან იშვიათად ვიყენებთ და მხოლოდ იმას თუ ვასწრებ, რომ სიახლეებს გადავხედო, 5-10 წუთით პირდაპირ ეთერში გავიდე ინსტაგრამის ან ტიკტოკის მეშვეობით და ახლობლები მოვიკითხო. დღეს გადავხედე თქვენს მოწერილ მესიჯებს და რაღაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შევამჩნიე, რაზეც აუცილებლად მინდა საჯაროდ გავაკეთო კომენტარი.
მწერენ გულშემატკივრები გერმანიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც კი მგულშემატკივრობენ ჩვენი ემიგრანტები… ავსტრალიიდან! ავსტრალიაშიც კი არიან ადამიანები, რომლებიც თვალს გვადევნებენ და ბევრი მათგანის ფავორიტი ვარ.
გუშინ მონაწილეები განვიხილავდით, თუ რამდენად განსხვავდებიან ჩვენი გულშემატკივრები ერთმანეთისაგან. ჩემ უკან ვხედავ, რომ დგას ხალხი, ვისთვისაც მე ვარ ახალი ხმა და ახალი სიტყვა ქართულ ტელევიზიაზე. ხედავენ, რომ პროექტში ჩემი მთავარი მისია ჩარჩოების დარღვევა და სტერეოტიპებთან, სტიგმებთან ბრძოლაა. ამას ხედავს არა მხოლოდ ჩვენ ირგვლივ მყოფი საზოგადოება, არამედ ისინიც, ვინც დროებით დაგვტოვეს თავიანთი მომავლისთვის, ოჯახებისთვის, განათლების მისაღებად, თუ პირადი მიზეზების გამო.
რამდენიმე დღის წინ „პრაიმ ჰაუსში“ პატარა ლუკამ გამომიგზავნა წერილი და მითხრა, რომ ძალიან უყვარს ჩემი ერთ-ერთი სიმღერა და რატომღაც როცა მისმენს მონატრებულ მშობლებთან სიახლოვეს გრძნობს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მისი მშობლებიც ემიგრაციაში არიან. პატარა ლუკას და სხვა ბავშვებს მინდა შევახსენო, რომ მშობლები ასეთ კომპრომისებზე მხოლოდ მათთვის მიდიან და ზუსტად შვილების მომავალია პრიორიტეტი თითოეული მათგანისთვის. ემიგრაციაში მყოფი მშობლების მთავარი საზრუნავი შვილების ჯანმრთელობა და განათლებაა. თავებს არ ზოგავენ იმისათვის, რომ თბილი კერა, ტანსაცმელი, ნათელი ფერები და მზრუნველობა არ მოაკლდეთ თავიანთ პატარებს. ბავშვებო, იცოდეთ, რომ შეიძლება ფიზიკურად არ იყვნენ თქვენი დედიკოები და მამიკოები (როგორც პატარა ლუკა და 24 წლის მე ვეძახით მშობლებს) თქვენ გვერდით, მაგრამ ესეც ისევ თქვენივე მომავლისთვის ხდება. თითოეულ ემიგრანტს მინდა ვუსურვო, რომ მალე დაუბრუნდნენ სამშობლოს და თანაც თვალით ენახოთ ისეთი გაერთიანებული და გაბრწყინებული საქართველო, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ და აღარასდროს მოუწიოთ საკუთარი სურვილების წინააღმდეგ წასვლა და ოჯახების დატოვება.
უღრმესი მადლობა თქვენ, მებრძოლ ხალხს, რომ ისევ გაინტერესებთ თუ რა ხდება აქ, ჩვენთან, თუნდაც ქართულ ეკრანებზე, გვადევნებთ თვალს და გვგულშემატკივრობთ. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ თქვენი რაღაც ნაწილი მე მიჭერს მხარს და ჩემში ძლიერ ადამიანს ხედავს. გახსოვდეთ, რომ თქვენი თითოეული ხმა და თქვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო მაძლიერებს. მიყვარხართ და მეამაყება, რომ ჩემ უკან არ დგას კაცთმოძულე ხალხი. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ინტენსიური, კონკურენტუნარიანი, აქტიური და ხშირ შემთხვევაში თამამიც კი ვარ ეკრანებზე, ჩემ გვერდით ყველაზე ჰუმანური და პროგრესული საზოგადოება დგას და როცა ამას ვხედავ, ზუსტად მაშინ ვგრძნობ თავს გამარჯვებულად!“ - წერს ლუკა შაფაქიძე.