„მეორე ქორწინებაშიც იყო რაღაც პრობლემები - დღეს მე ჯვარი მაქვს დაწერილი ჩემს მეუღლესთან...“ - მაკა შალიკაშვილი პირადზე

მაკა შალიკაშვილი

მსახიობი მაკა შალიკაშვილი გადაცემაში „ნოესთან“ პირადზე საუბრობს.

„პირველ ქორწინებაში დავრჩებოდი, რომ არ ვყოფილიყავი ასეთი... როგორ გითხრა - თან იმ პერიოდში, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ძალიან პოპულარული ვიყავი. ნახე, რა ხდება: „სარდაფის“ პერიოდში ძალიან ბევრმა გაგვიცნო - თითოეული ჩვენგანი, ვინც იქ ვთამაშობდით, და პერსონალურად მეც. მერე ჩვენი ინტერვიუები იბეჭდებოდა - გვერდით ჟურნალ „თბილისელების“ რედაქცია იყო. მახსოვს, როდესაც ჟურნალის გარეკანზე მთლიანად შენი სურათითა და ინტერვიუთი იბეჭდები, რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ, პირდაპირ ვიტყვი და ზედმეტს აღარ ვილაპარაკებ, ალბათ თავში ამივარდა. ამან ცოტა იმოქმედა ჩემზე და რაღაცები აღარ მოვითმინე.

მეორე ქორწინებაში ვიყავი ზედმიწევნით... ჩემს თავს ვუთხარი: „მაკა, რაც პირველ ქორწინებაში შეგეშალა და არ გაითვალისწინე, ახლა აუცილებლად უნდა გაითვალისწინო“. ეს იმიტომ, რომ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს მივხვდი: მაშინ, როცა ეს პროცესი მიმდინარეობდა, ვამბობდი, რომ ყველაფერში მე ვიყავი მართალი, რომ მე ვიყავი კარგი და, დედა, იმან როგორ ვერ დამინახა და ვერ დამაფასა! მერე კი, როცა დრო გადის და ადამიანი კიდევ უფრო მეტად ხვდება, რომ მთლად იდეალური არც თავად არის, უკვე ვეღარ ამბობ, რომ მხოლოდ ის არის დამნაშავე და შენ სულ მართალი ხარ.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ქორწინებაშიც იყო რაღაც პრობლემები - დღეს მე ჯვარი მაქვს დაწერილი ჩემს მეუღლესთან და ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - ამბობს მაკა შალიკაშვილი.

✕