პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ ყველაზე სკანდალური და რეიტინგული მესამე სეზონის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება.
„პრაიმტაიმი“ პროექტის ახალ მონაწილეს მარიამ ქინქის ესაუბრა.
ვინ არის მარიამ ქინქი?
„მე ვარ მარიამი, 25 წლის სექსქოუჩი. ვეხმარები ადამიანებს თავიანთი შეგრძენების აქტუალიზაციაში და ურთიერთობების გამრავალფეროვნებაში. ჩემი მოღვაწეობა ასორიცებულია სექსუალურ და მგრძნობიარე, ბობოქარ თემებთან.
რეალურ ცხოვრებაში მარიამი არის ძალიან მეგობრული, მხიარული პოზიტიური, მგრძნობიარე, სამართლიანი, ძალიან ამბიციური, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, როდესაც ვამბობ რაიმეს 100% აუცილებლად ვასრულებ და იმავეს ვთხოვ გარშემო მყოფებსაც. ბრაზიანი თუ საჭიროა ვიქნები.
მე არ ვაპირებ თამაშს. საწყის ეტაპზე, როდესაც "ქასთინგზე" ვიყავი მოსული ვთამაშობდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რამდენადაც რეალური ვიქნები ჩემი მინუსებით და პლუსებით, იმდენად სამართლიანი ვიქნები ჩემს თავთან, პირველ რიგში, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჩემს თავში და ვიცი, რომ იმიჯის შექმნა, რაღაცის დამტკიცება სხვებთან არ მჭირდება. უბრალოდ, ვაპირებ გავერთო და ვიყო ის, ვინც ვარ.
რა შეგიძლია გვითხრა წინა სეზონებზე?
გადავავლე თვალი წინა სეზონებს და ყველა ჩხუბობს. ვფიქრობ, რომ ვიყიდო ვარდისფერი პისტოლეტი და დავასველო ყველა.
როგორ შეაფასებ მონაწილეებს, ვინც შენთან ერთად შემოდის პროექტში?
მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი რაღაცაში არის მენტორი. დარწმუნებული ვარ მე იმდენივეს სწავლა შემიძლია მათთვის, რამდენიც მათ ჩემთვის. მე მჯერა, რომ ყველა ადამიანში, არის რაღაც განსაკუთრებული და ვცდილობ, რომ ყოველთვის პოზიტიური შევამჩნიო ყველაში.