„მე როცა სიცოცხლისთვის ვიბრძოდი, თქვენ ფულს კრებდით, რომ ისინი საზღვარგარეთ გაგეშვათ და დაგესვენებინათ...“ - თაია ჭიჭინაძე

თაია ჭიჭინაძე

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, თაია ჭიჭინაძე ყოფილ მეუღლეს, ნიკო ქართველსა და სალომე უშხვანზე საუბრობს. მისი თქმით, ერთ-ერთ გადაცემაში მათი გამოცხადებული მხარდაჭერა მიიღო, თუმცა, შეცდა, რადგან ეს გულწრფელი არ ყოფილა.

ჩემი თავისთვის ვცხოვრობ. საერთოდ არ მახსენდება არც ერთის, არც მეორის და არავის არსებობა. ჩემს თავს ვუვლი, ჩემს კარიერას ვაწყობ. უკვე რომ მეგონა, ეს ადამიანები „მასაფორთებენ“, ოდნავ მაინც რაღაცას იაზრებენ, ხვდებიან რაღაცას, მოდი, კაი, მივიღებ ამ მხარდაჭერას-მეთქი. მიუხედავად იმისა, როცა მჭირდებოდა, არავინ იყო ჩემთან და არ მეუბნებოდა, თაია, ყველაფერი კარგად იქნებაო. მარტო გავუმკლავდი ყველაფერს. მაშინ, როცა სიცოცხლისთვის ვიბრძოდი, თქვენ ფულს კრებდით, რომ ესენი საზღვარგარეთ გაგეშვათ და დაგესვენებინათ. ეს კონკრეტული ქალები დღემდე მიწერთ საშინელებებს და დღემდე ცდილობთ, რომ ცუდი ადამიანი გამოვიდე,“ - ამბობს თაია ჭიჭინაძე.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „სულ მეკითხებით, დიმი სად გაქრაო...“ - რა კადრებს აქვეყნებს სალომე უშხვანი

ლაშა ღლონტი ემოციურ პოსტს აქვეყნებს