VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ნუცა ბუზალაძის დედა, ნინო კანკავა შვილის წარმატების შესახებ საუბრობს.
როგორც ნინო კანკავა ამბობს, ნუცასთვის პირველი ყოველთვის მაინც საქართველოა.
„მითხრა, არ მახსოვს, როგორ ვიმღერე, მხოლოდ ერთი ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები და გამომივიდაო. ძალიან გაუხარდა ჟიურის შეფასება. თქვა, ჩემთვის დიდი პატივია, ჯეი ლოს რომ შემადარეს, მაგრამ მე მაინც ნუცა ვარ საქართველოდანო…
საქართველოში რამდენი კონცერტიც უნდა ჰქონდეს, მაინც პატარა ბაზარია. მერე უხერხულიცაა, სულ ნუცა ხომ არ იმღერებს, ამერიკა კი დიდი ასპარეზია. სადაც უნდა იყოს ნუცა, რომელ ქვეყანაშიც უნდა იმღეროს, მისთვის პირველი ყოველთვის საქართველოა. ყოველთვის ჩამოვა აქ, ჩაატარებს კონცერტებს, საბოლოოდ კი, სამშობლოში იცხოვრებს“- ამბობს ნინო კანკავა „სარკესთან“ საუბრისას.