პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონი დაიწყო. მაყურებელმა უკვე იცის ვინ არიან მონაწილეები. კონკურსში შესულებს გულშემატკივრები პირველივე დღიდან ჰყავთ.
„პრაიმტაიმმა“ მათ შესახებ აქამდე უცნობი ინფორმაციები მიაწოდა მაყურებელს და მკითხველს. აქტიური ცხოვრების მიღმა, მათ აქვთ გაუმხელელი პირადი ამბები, რომელიც საჯაროდ არსად თქმულა.
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე დიმიტრი ლიპარტელიანი აფხაზეთიდან დევნილი, ტაროლოგი, მხატვარი და ფსიქოლოგია. დიმი ლიპარტელიანი 27 წლისაა, ჰყავს 2 შვილი.
აი, რას ამბობს დიმიტრი საკუთარ თავზე.
„ენერგიების ცვლა შემიძლია ძალიან კარგად და მაქვს ულიმიტო ენერგია, რომლის გაცემითაც მე არაფერი მაკლდება. ხშირად მივდივარ ადამიანთან, ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება. ჩემი აზრით, ეს ჩემთვის უფლისგან ბოძებული ნიჭია. გარე სამყაროსთან კავშირი ჩემთვის ძალიან პატარა ასაკში დაიწყო. ბავშვობაში სტიქაროსანი ვიყავი. 9-10 წლის ასაკიდან მესმოდა ხმები, რომელსაც ვერ ვხსნიდი და ვერც ვერავისთან ვამბობდი. ყველაზე მეტად ამ ხმებთან რასაც ვამსგავსებ, არის შავი ხვრელის ხმებთან კავშირში. ეს არის ჟრიამულის ხმა, მძიმე ხმები, ბედნიერი ხმებიც. ყოველთვის სხვადასხვა ფაზაში მაწვდის ამ ხმებს. როგორც ვაკვირდები, ხასიათის მიხედვითაც კი მესმის ეს ხმები. ამ ეტაპზე უკვე ამ ხმებთან ერთად ვცხოვრობ.
ვფიქრობ, რომ ხმები დედამიწის მდგომარეობის მიხედვით იცვლება. ძალიან ბევრჯერ მინახავს რაღაც ისეთი, რაც შემდეგ მომხდარა. ახლა მინდა, რომ ამ ყველაფრის თქმა დავიწყო. ყველაზე მძიმე შეგრძნებით როდესაც გავიღვიძე, ეს იყო 2008 წელი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დედამიწა თავზე დამეცა. იმ დღისით გავიგე ბიძაჩემის გარდაცვალების ამბავი და ამასთან დავაკავშირე, თუმცა, მალევე აღმოვჩნდი ომის ეპიცენტრში გასვენებიდან. მაშინ ქობულეთიდან ვბრუნდებოდი თბილისში. ტანკმა გადაგვიღობა გზა, მთელი ოჯახი მოვდიოდით.
ანალოგიურ შეგრძნებებს ვიღებდი, ბოლოს მომხდარი მიწისძვრის დროს. ძალიან რთული დღეები მქონდა. ჩემი მეგობრები ხედავდნენ, 4 დღე საწოლიდან ვერ ვდგებოდი, არ მიჭამია, წყალს ძლივს ვსვამდი. ამ ყველაფერზე საუბარს თუ დავიწყებ, დროთა განმავლობაში იმ წერტილამდე მივალ, რომ უფრო კონკრეტულ პასუხებს მივიღებ, რადგან უშუალო კომუნიკაციაში ვარ დედამიწასა და არაამქვეყნიურ ცხოვრებას შორის. ბავშვობიდან ვიძახდი, რომ მე ღმერთის ჯარისკაცი ვარ და ნებისიმიერ წამს ველი, რომ იქნება მომენტი, როდესაც ჩემი სულიერება და ფსიქოლოგია მიაღწევს გასხივოსნებას და შევძლებ იმას, რომ დედამიწაზე ჩემი მისია შევასრულო“,- ამბობს დიმიტრი.