1769523710
„მამა მია!“ მე-3 ნაწილით ეკრანებზე დაბრუნდება - რა გეგმა აქვთ სცენარის ავტორებს
საკულტო ფილმი "მამა მია!" შესაძლოა, ეკრანებზე მე-3 ნაწილით დაბრუნდეს. ფილმის გაგრძელების შესახებ მსახიობები აქტიურად საუბრობენ და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
2026 წლის 11 იანვარს, "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე სტელან სკარსგარდმა ფილმში "Sentimental Value" შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მთავარი ჯილდო მიიღო. მსახიობმა შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და "მამა მიასთან" დაკავშირებით სასიამოვნო სიახლე გააჟღერა.












