“ბარაქისთვის, ახალი წლის დადგომის შემდეგ, გაჭერით გოგრა…” - რჩევები ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად
1735575746
„პრაიმ ჰაუსში“ ერთ-ერთ ფოტოსესიას ყოფილი მონაწილე, თაია ჭიჭინაძე იხსენებს და საკუთარ ემოციებზე გვიყვება.
„მახსოვს ეს დღე, ფეხები მიკანკალებდა. ძალიან რთულია, როცა არ იცი კამერასთან მუშაობა, არ იცი, რა ხდება შენს თავს, ამდენი ადამიანი ერთდროულად რომ დგას შენს წინ და ვერ ხვდები, რა უნდა აკეთო... მახსოვს, ფოტოს მხოლოდ დღესასწაულებზე ვიღებდი, სულ ვბრაზდებოდი ჩემი მეგობრები დროს რომ უთმობდნენ სოციალურ ქსელებს და ფოტოების გადაღებას, მაგრამ ჩემი ცხოვრება მრავლმხრივ საინტერესო აღმოჩნდა და ბევრ გამოწვევებს შემაჯახა. ჰოდა, სულაც არ მეტყობა, რომ შეშინებული ვარ, სულაც არ მეტყობა, რომ დაბნეული ვარ და ფეხები მიკანკალებს, ამიტომაც გეუბნებით, ყველაფერი გამოგივათ, რასაც გულით მოინდომებთ. მთავარია, გჯეროდეს და გწამდეს შენი თავის. მიყვარხართ,“ - წერს თაია ჭიჭინაძე.