რატომ არ მიჰყავს უკრაინას საკუთარი მოქალაქეები ლარსიდან და რა გამოსავალი მოძებნა ქართულმა მხარემ
1752949329
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ოსერთან“ დუბლი შეასრულა და ყველა ცნობილმა საერთაშორისო საფეხბურთო პორტალმა მატჩის მოთამაშედ დაასახელა.
საფრანგეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის დაპირისპირებაში ქართველმა ვარსკვლავმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა 3:1. ეს მისთვის საფრანგეთის ლიგაში შესრულებული პირველი დუბლი აღმოჩნდა.
„ოსერთან“ ქართველის თამაშს ორმა ცნობილმა ინტერნეტ-პორტალმა, Whoscored-მა და Sofascore-მ იდეალური შეფასება, 10,0 ქულა დაუწერა და მატჩის მოთამაშედ დაასახელა. გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ ემოციებს სოციალურ ქსელში ხვიჩას მეუღლე, ნიცა თავაძე გვიზიარებს. ნიცა მეუღლეს შვილთან ერთად გულშემატკივრობდა.