„კიდევ ერთხელ გავივლი ამ გზას და მიზეზიც მაქვს...“ - რა სიახლე აქვს სალომე კაპანაძეს

სალომე კაპანაძე

სალომე კაპანაძისთვის ბოლო პერიოდი დიდ ცვლილებებთან ასოცირდება. რას მოჰყვა ასეთი გარდასახვა, ამაზე სალომე თავად საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რასაც არ ველოდი და მომეთხოვებოდა, რომ ძლიერი ვყოფილიყავი, საჯაროდ არ უნდა შემემჩნია ცუდად ყოფნა. ჯერ იყო „პრაიმჰაუსი“, რაც საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა და ამის გააზრება ვერ მოვასწარი, როცა ახალი ამბავი დაემატა – განშორების თემა და მოკლედ, მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ცუდად ყოფნისა და ლოგინში წოლის უფლება არ მქონდა და გამომივიდა კიდეც თავის ხელში აყვანა, მაგრამ ჩემმა ორგანიზმმა საკმაოდ გვიან გააცნობიერა განცდილი სტრესი და ეს უფრო მძიმე აღმოჩნდა. საბოლოოდ ამან გამოიწვია უმადობა და შემდეგი ცვლილებები“.

– ახლა რა ხდება პირად ცხოვრებაში?

– საერთოდ არაფერი. ამ ეტაპზე ეს ჩემთვის პრიორიტეტული არ არის. შინაგანად ვგრძნობ, რომ ჯერ არ მინდა. რამე რომც იყოს, მგონია, რომ საშვილიშვილოდ დავმალავდი. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთო, ხომ ამბობენ? (იცინის)

–კიდევ ერთხელ გადაწყვიტე „პრაიმჰაუსში“ მონაწილეობა. გამოვლილი სირთულეების შემდეგ როგორ გადადგი ეს ნაბიჯი?

– ეს არის ჩემი ხასიათი, არ გავურბივარ სირთულეებს. როცა შემომთავაზეს, დიდ ხანსაც არ მიფიქრია. არ გამოვაკლდები ამ სეზონს „ოლ სთარია“ და რატომ არ უნდა ვიყო მე იქ?! პირველი სეზონის მონაწილე ვარ და ვფიქრობ, რომ ბევრი გავაკეთე ამ პროექტში. კიდევ ერთხელ გავივლი ამ გზას და მიზეზიც მაქვს – ვნახოთ, როგორი იქნება სალომე ორი წლის შემდეგ. 

ასევე ნახეთ:

„ასეთი ადამიანები ისწრაფვიან მატერიალური კეთილდღეობისა და ფუფუნებისკენ“ - როგორ ბედს გიწინასწარმეტყველებთ თქვენი დაბადების წლის ბოლო რიცხვი

„500-600 არაფერია, 6 000-მდე უნდა გაიზარდოს...“ - პაატა თედიაშვილი