კაცი კომპენსაციას მიიღებს, იმის გამო რომ Google-მა მისი ტანსაცმლის გარეშე ფოტო გამოაქვეყნა (არგენტინა)

გუგლის სკანდალი

არგენტინაში მცხოვრები კაცი Google-ისგან 12,5 ათას დოლარს მიიღებს, იმის გამო რომ 2017 წელს მას მისივე სახლის ეზოში შიშველს გადაუღეს ფოტო.

კაცის თქმით, Google Street View-ს კამერებმა ის ორმეტრიანი ღობის მიღმა დააფიქსირა. ფოტოები ადგილობრივ მედიაში მოხვდა, რადგან კადრში არა მარტო ეზო, არამედ კაცის ზუსტი მისამართიც ჩანს. კაცის თქმით, ამის შემდეგ მას კოლეგები და მეზობლები დასცინოდნენ.

თავდაპირველად სასამართლო მას კომპენსაციაზე უარს ეუბნებოდა, რადგან ჩათვალა რომ „თვითონაა დამნაშავე“. მაგრამ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და მიიჩნია, რომ გადაღებები სახლის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, შესაბამისად კაცის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაირღვა.