„კარგად მოწმინდეთ იატაკები, კუთხეებში მარილი დადეთ, დღე ოჯახთან ერთად გაატარეთ“ - ტაროლოგი მზებუდობის რიტუალზე

მზებუდობა

დღეს, თბილისის დროით 7:28 საათზე ზამთრის მზებუდობა (ბუნიობა) დადგა. მზე გადავიდა თხის რქის პირველ გრადუსში. ტაროლოგი ნინუშკა ლისენკო გასწავლით რამდენიმე რიტუალს იმისთვის, რომ კარგი ზამთარი გქონდეთ.

21 დეკემბერს ყველაზე დიდი, შავი და ცივი ღამე გვექნება. მითოლოგიურად, ეს არის დედის, ცოლის, ქალის დღე, რომელმაც დაკარგა თავისი ქმარი. ანუ ზამთარი, სიცივე შემოდის. საკმაოდ მისტიკურია.

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კარგი ზამთარი გვქონდეს - ამ დღის სიმბოლიკა არის სანთლები, ნაძვის ხე და ოჯახი. თუ ნამდვილი ნაძვი არ გიდგათ, კარგი იქნება, თუ სახლში ტოტს მიიტანს. ოჯახი უნდა შეიკრიბოს და დღე მადლიერებით უნდა გაატაროთ და ისეთ ადამიანებთან ერთად უნდა იყოთ, ვისაც ენდობით.

21 რიცხვამდე სახლის გენერალური დალაგება უნდა მოხდეს, გადაყარეთ, ან გააჩუქეთ ისეთი ნივთები, რომელიც აღარ გჭირდებათ. კარგად მოწმინდეთ იატაკები, კუთხეებში მარილი დადეთ. საღამოს ხორცის კერძი მოამზადეთ, ოჯახთან ერთად იყავით, სანთლები აანთეთ და სასურველია, მაგიდაზე ნაძვის ტოტი იქონიოთ,“ - განმარტავს ტაროლოგი.

ასევე ნახეთ:

ყველაზე სახიფათო თარიღები 2024 წლის განმავლობაში - ასტროლოგების გაფრთხილება

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი