ჯონ ლიჯენდმა და კრისი ტეიგენმა ერთხელ თავიანთ ძაღლებს ქორწილი გადაუხადა - როგორ უვლიან ჰოლივუდის ვარსკვლავები ოთხფეხა მეგობრებს

ჯონ ლიჯენდი

შინაური ცხოველის ყოლა სტრესის დონეს ამსუბუქებს და ადამიანებს აბედნიერებს - ამ სიტყვების ღრმად სჯერათ ჩვენთვის ნაცნობ ეკრანულ სახეებსაც. ისინი თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს ხშირად ანებივრებენ..  ტეილორ სვიფტის კატა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი შინაური ცხოველია. შოტლანდიური ჯიშის ფისოს, სახელად ოლივია ბენსონის ქონება 97 მილიონი დოლარია.  თუმცა, ეს ყველაფერი არაა. მომღერალს სახლში კიდევ ორი კატა მერიდიტ გრეი და ბენჟამინ ბატონი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ მათგან განსხვავებით, ოლივია ხშირად მონაწილეობს ტეილორს მუსიკალურ ვიდეორგოლებში.. ის ასევე ხშირად ჩნდება სხვადასხვა სარეკლამო რგოლში...  გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ტეილორი თავის ოთხფეხა მეგობრებისთვის დროს ყოველთვის ნახულობს და მათთან ერთად კარგადაც ერთობა. „კატები იმიტომ მიყვარს, რომ ისინი საკმაოდ ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოველები არიან, რომელთან შეუძლიათ  საკუთარი ცხოვრება მართონ“,- აღნიშნა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.. დემი მურს სახლში პატარა ჩიუაუა სახელად პილაფი ჰყავს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ პილაფს პირადი ინსტაგრამ გვერდიც აქვს. მსახიობი ოთხფეხა მეგობრის ჩაცმულობაზე აქტიურად ზრუნავს და მისთვის ყოველთვის გამორჩეულ ტანისამოსსა და აქსესუარებს ყიდულობს. როგორც მური ამბობს, პილაფის გარეშე ცხოვრება მისთვის წარმოუდგენელია. ძაღლები, სახელად ფიგი, სეიჯი,  სიმბა, ოლივი და ლოგანი დიდი ხანია, რაც ბეკჰემების ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან.. „თქვენ ჩემი საუკეთესო მეგობრები ხართ“,- ასე მიულოცა დევიდ ბეკჰემმა ერთხელ ძაღლების საერთაშორისო დღე მათ. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახი ცუგებთან საკმაოდ დიდ დროს ატარებს და ცდილობს ოთხფეხა მეგობრებს ყველა სურვილი შეუსრულოს...  შინაური ცხოველებითაა სავსე კრისი ტეიგენისა და ჯონ ლიჯენდის ოჯახიც. პუდი, პეპერი, პენი, პიპა და პუი - ფრანგული ბულდოგების ამ ხუთეულს პატრონებში ძალიან გაუმართლა. კრისი და ჯონი მათ სამეფო ოჯახის წევრებივით ექცევიან - ხშირად უტარებენ სხვადასხვა კოსმეტიკურ პროცედურას, უწყობენ ფოტოსესიებს და საყიდლებზეც ხშირად დაჰყავთ.  2015 წელს წყვილმა პიპასა და და პუდის საქორწილო წვეულებაც კი გადაუხადა, რომლის დროსაც ჯონ ლიჯენდმა თავისი ცნობილი ჰიტი "All of Me" შეასრულა..  ოპრა უინფრის გვერდს სედი, სანი, ლაილა, ლიუკი და ლაურენი უმშვენებენ.  მედიის დედოფალი ოთხფეხა მეგობრებს ასე მოიხსენიებს - „ისინიც ადამიანები არიან, უბრალოდ ჩვენგან განსხვავებით, ფუმფულა ბეწვით არიან დაფარულები“..  ცნობილი ტელეწამყვანის გულის მოგება ძაღლებმა მალევე შეძლეს.  აღსანიშნავია, რომ უინფრიმ  თავის მემკვიდრეებად სწორედ ისინი დაასახელა. ოპრამ ცუგებს სპეციალური ფონდიც კი გაუხსნა, სადაც მათთვის ყოველთვიურად თანხას რიცხავს. ამჟამად ოთხფეხა მეგობრები 30 მილიონ დოლარს ფლობენ.  სანდრა ბალოკს რუბი და პოპი ჰყავს. მსახიობის თქმით, „თუ სახლში შინაური ცხოველი არ გყავთ, იცოდეთ, რომ მნიშვნელოვან რამეს კარგავთ“... ჰოლივუდის ვარსკვლავები თანხმდებიან, რომ შინაური ცხოველები ადამიანების საუკეთესო მეგობრები არიან და მათზე ზრუნვას ბედნიერება მოაქვს..