პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მას შემდეგ, რაც ,,პრაიმ ჰაუსის" მორიგი სამი აუტსაიდერი გამოვლინდა, რომელთა შორის, ერთ-ერთი მერიემია, რეალითი შოუს მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია სოციალურ ქსელში, მერიემ გოგაშვილის ფოტოს აზიარებს და წერს:
,,აიი, იმდენი ქენით, ეს მერიემიც შემაყვარეთ.
არაა მარტივი, ლამის სამი კვირა, აიიი, ამხელა ჰეითს იტანდე და მაინც გქონდეს ღიმილის, აქტიურობის და ზოგადად, იქ ყოფნის ნერვი. მათ შორის, სახურავზე პაემნების ნერვიც. ჩადეს მიწაში, რა აღარ ეძახეს, აიი, რომ ვეღარ გავიმეორებ.
თან მოდი ვაღიაროთ, ბიჭი რომ სიყვარულს უხსნის და მერე მის მტერ მეორე სეზონელთან გულაობს და ერთად დასცინიან - თქვენ არ გაბრაზდებოდით მის ადგილას? ადგა და მიუჩინა ადგილი.
უარყოფითი პერსონაჟია, ბევრს წიკვინებს ბოლო დროს, მაგრამ აააამხელა ნეგატივის ფონზე, რაც მის წინააღმდეგაა და მაინც რომ მშვიდად უჭირავს თავი - დავაფასეე.
ბოლოს და ბოლოს, საინტერესო მოთამაშეა და კი გველაძუაა ხანდახან, მაგრამ შოუს უფრო ახალისებს. ჩამეძინებოდა ეგ და ირიოდე სხვა რომ არა :)))
წარმატებები და გაძლება. ამ შაბათს მერიემის ლიდერობა იქნება სამართლიანი, მხარდაჭერა ვისაც გენებოთ - ა ბატონო ჯგუფი", - წერს შეროზია სოციალურ ქსელში.