გიორგი მამარდაშვილი შეყვარებულთან ერთად - წყვილი ახალ ფოტოს აქვეყნებს

გიორგი მამარდაშვილი

„ვალენსიასა“ და საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. ცხადია, მისი სპორტული წარმატების პარალელურად, საინტერესოა რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. გიორგიმ ერთხელ საჯაროდ უკვე ისაუბრა და თქვა, რომ მისი რჩეული საოცარი გოგოა და ძალიან უყვარს.

ამჯერად, ახალგაზრდა და წარმატებულმა სპორტსმენმა შეყვარებულთან, ელენე ეპიტაშვილთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

2000 წელს დაბადებული გიგანტი (199 სმ) გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ტოპ-ლიგის გუნდში ჩაირიცხა. ლა ლიგის „ვალენსიაში“ გიორგი 28-ნომრიანი მაისურით გამოდის.

ელენე ეპიტაშვილზე ბევრი არაფერია ცნობილი.

გოგონა ნოდიკო ტატიშვილის ერთ-ერთ კლიპშია გადაღებული.