მამარდაშვილის შეძენა „ბაიერნს“ სურს - რას წერს ფაბრიციო რომანო

მამარდა

ავტორიტეტული და სანდო იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ვალენსიასა" და საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შეძენა "ბაიერნს" უნდა.

მისივე თქმით, მიუნხენურ გრანდს სხვა პრიორიტეტები აქვს, მაგრამ 100%-ით შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენებური "რეკორდმაისტერის" სატრანსფერო სიაშია.

შეგახსენებთ, რომ ესპანურმა AS-მა დღეს გაავრცელა ცნობა, სადაც წერდა, რომ "ვალენსიას" მამარდაშვილთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.