პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომღერალი ნათია თოდუა გადაცემა “მთავარ როლში” ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ მამამისიც მომღერლობაზე ოცნებობდა.
მისივე თქმით, ის ბავშვობაში ბენდის ჩამოყალიბებას გეგმავდა, თუმცა ოცნება ოცნებად დარჩა.
„ოჯახის წევრები ყველანი ვმღეროდით. მამაჩემის ოცნებაც იყო, რომ მომღერალი გამხდარიყო. სხვა თაშორის ბავშვობაში ძმაკაცებთან ერთად ბენდი უნდა ჩამოეყალიბებინა, ფულს აგროვებდა და მერე მიწაში დაფლული ვეღარ იპოვეს. ოცნება ოცნებად დარჩა და ეს ფული მოჰპარეს. პროფესიული შენჯღრევა ბიძაჩემისგან მახსენდება, რომელიც მელომანი იყო, გიჟდებოდა სიმღერაზე. მე ამ დროს ვმღერი ალა პუგაჩოვას და მსგავს საესტრადო სიმღერებს. პირველი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე „მაგთიფანი“ იყო“, – საუბრობს ნათია თოდუა.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი ნათია თოდუა რამდენიმე ხნის წინ დავით ზურაბაშვილზე დაქორწინდა.
ცნობილია, რომ მათ ჯვარი ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში დაიწერეს. წყვილმა ქორწილში გაიგო მომავალი შვილის სქესიც.