პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება.
ცნობილია, რომ მესამე სეზონში სულ 16 მონაწილე იქნება. ერთ-ერთი მონაწილე 29 წლის სალომე უშხვანი იქნება.
29 წლის უმშვენიერეს ქალს „პრაიმტაიმის“ მკითხველი უკვე იცნობს. სალომე თავდაპირველად ტიკტოკზე გამოჩნდა. მას ჰყავს 2 შვილი, 8 და 5 წლის.
კითხვაზე, რას წარმოადგენს სალომე უშხვანი, იგი „პრაიმტაიმს“ პასუხობს:
„პირველ რიგში ალბათ ორი შვილის დედა და დიასახლისი. არქეოლოგიის კურსზე ვსწავლობდი. წარუმატებელი ქორწინებაც იყო და მოკლედ, განვითარება ვეღარ მოვახერხე. ტიკტოკი დავიწყე პანდემიის პერიოდში და ეს იყო განტვირთვის საშუალება. შემდეგ უკვე გამომწერებიდან გამომდინარე, აზარტში შევედი.
სალომე რეალურ ცხოვრებაში არის ძალიან უბრალო, უშუალო, მაგრამ სვანური რაღაცები თუ მერთვება, მერე ძალიან ფიცხი ვარ.
პროექტში რამდენად გამომივა თამაში არ ვიცი, მე მგონია, რომ ჩემი პლუსი ის არის რომ რაც ვარ ის ვარ და ნაკლებად შემიძლია თამაში“,- ამბობს სალომე.
ნახეთ, სრული ინტერვიუ აქ: