დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის მონაწილეს, მარტა ბარამიძეს სალომე უშხვანის ძმა, ნიკოლაი უშხვანი მიმართავს. მისი თქმით, მარტა სალომეს „გასაშავებლად“ გამოიყენეს.
„დავიწყოთ მარტას თემისთვის ფარდის ახდა. ამ პოსტით ყველაფერს დეტალურად შეგატყობინებთ. იმას ვიტყვი, რაც მარტამ ვერ თქვა, ვერ ჩამოაყალიბა, რადგან ვერც გაიგო რა ხდებოდა, ან გეგმა კარგავ ვერ დაიზეპირა.
პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ეს ვოისი ეკუთვნის გელა ბერიძეს. დიალოგი ხდება მასა და ჟანა აზნაურაშვილს შორის. ჟანამ პირადი მიმოწერიდან ჩაუგდო ვოისი მარტას, მეორე სქრინზე არსებული ადამიანის „იდენთიფიკაციისთვის“. რატომ ერთი თვის წინანდელი ვოის? რადგან ზუსტად იცოდა მოხდებოდა ამ თემის გაშლა, ვოისის შინაარსი კი თემას წაადგებოდა, ჟანასა და სხვა ადმინებს ჰქონდათ კონფლიქტი, შესაბამისად, ძვირფასო მარტა ბარამიძე, უნდა გითხრა, რომ გამოგიყენეს არა თაიას გასაშავებლად, არამედ სალომეს და იმ ხალხის გასაშავებლად, ვინც დაპირისპირებული იყო ადამიანს, რომელმაც ეს ვოისი ჩაგიგდო. გაგრიეს ბინძურ თამაშში და გამოგიყენეს პირადი ინტერესებისთვის.
„ბზიკოს“ ლაივში კი ისმის მარტას ხმა, სადაც ის ამბობს “რა ხდება?” “ჟანას უნდა დაედო” “მივწერ” . რა გამოდის რომ შენც ამ ყველაფრის თანამონაწილე ხარ, მარტა? და იცოდი ეს გეგმა სალომეს და მის ახლოს მყოფი ხალხის გასაშავებლად იყო? უბრალოდ გამოიყენე ანას და თაიას საკითხი ამ აბსურდული შეთქმულების გამოსაჩენად?
მარტას ახლანდელი ადმინის ნომერი +33 საფრანგეთის კოდი.
ადამიანი, რომელმაც მარტას მისწერა დაურეკა და ძალიან უცნაურია, რატომ გავიდა რენდომ ადამიანთან მარტა კონტაქტზე, ამ ადამიანს პროფილის ფოტოდ აქვს საფრანგეთის დროშა და ქვეყნის რუკა.
ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი ასე შემობრუნდა, მაგრამ ჩემი ფავორიტის გარევა და ჩემი დის გარევა, ასე მარტივად არ შეგრჩებათ. თქვენი ბინძური მეთოდებით ვერც თავს გამოიჩენთ და ვერც საზოგადოებას შეიყვანთ შეცდომაში. ამ წუთამდე ყველაფერი გაუგებრობა მეგონა. თქვენ რომ გულახდილები ყოფილიყავით, ადრევე მეტყოდით რომ ეს ვოისი ჩაუგდეთ მარტას,“ - წერს ნიკოლაი უშხვანი.
ასევე ნახეთ:
„ჩვენი მიზანია ანას გამარჯვება და არა ვინმეს „გაშავება“, შეგვეშვან!“ - ინტერვიუ ნიკოლაი უშხვანთან