,,ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი ინციდენტი მოხდა!" - რომელ მონაწილეს მისცა ,,პრაიმ ჰაუსმა" ორი გაფრთხილება

მარიამ სანოგო

,,ლუკა შაფაქიძეს 2 გაფრთხილება აქვს და ამ კვირაში აუტსაიდერია", - ეს გადაწყვეტილება ,,პრაიმ ჰაუსმა" პროექტში მომხდარი ინციდენტის გამო მიიღო, რა დროსაც, ლუკამ ანრის სახეში წყალი შეასხა, რის შემდეგაც მათ შორის სიტუაცია ძალიან დაიძაბა. 

,,ჩვენ უკვე არაერთხელ გაგაფრთხილეთ, რომ პროექტში ნებისმიერი სახის ძალადობა იქნება მიუღებელი და აუცილებლად იქნება დასჯადი. სამწუხაროდ, წინა კვირაში, მსგავსი ინციდენტი უკვე გვქონდა, რა დროსაც, პროექტმა გამოიყენა თავისი სანქციები და როგორც ვხედავთ თქვენთვის ეს მაგალითი არ ყოფილა. ,,რუსთავი 2-ის" იურისტებმა დეტალურად შეისწავლეს ვიდეო მასალა და მათთან კონსულტაციით, ,,პრაიმ ჰაუსმა" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლუკა შაფაქიძეს მისცეს ორი გაფრთხილება. ლუკა ამ კვირაში იქნება აუტსაიდერი. ანრი, შენ რაც შეგეხება, მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად შეიკავო თავი და გააკონტროლო", - მიმართა სანოგომ მონაწილეებს. 

მისივე თქმით, განმეორებითი ძალადობის შემთხვევაში, პროექტი უფრო მკაცრ და რადიკალურ ზომებს მიმართავს.