დღეს სიყვარულის დღეა - ნახეთ ყველაზე დასამახსოვრებელი სიყვარული ისტორიები

კრისტოფერი და როზა

სიყვარული რომ ამ სამყაროში ყველაზე საოცარი გრძნობაა - ამაზე არაერთი, საოცარი ისტორია მეტყველებს.  დღეს 14 თებერვალია, ვალენტინობა - თარიღი, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით უამრავი წყვილი ერთად ატარებს.. 
 
ამ დღეს ძირითადად ჰოლივუდურ სიყვარულის ისტორიებს ვისმენთ ხოლმე..  თუმცა, გადავწყვიტეთ  ეს წელი გამორჩეული ყოფილიყო და ნაკლებად ცნობილი, ჩვეულებრივი ადამიანების სიყვარულის ამბები მოგვეყოლა.. 
 
1.კრისტოფერი და როზა
 
სიყვარული, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება გესტუმროთ ამაზე 82 წლის კრისტოფერისა და 81 წლის როზას ისტორია მეტყველებს. მათ  ერთმანეთი ბრიტანეთის ერთ-ერთ მოხუცებულთა სახლში გაიცნეს.  იქ საცხოვრებლად, წყვილი მეუღლეების გარდაცვალების შემდეგ გადავიდა...  როგორც ისინი იხსენებენ, გაცნობისთანავე მიხვდნენ, რომ ერთმანეთთან  ძალიან ბევრი რამ  ჰქონდათ საერთოდ.. 
 
„მთელ დღეებს ერთად ვატარებდით და ვერთობოდით. ყველაზე კარგი ისაა, რომ სიცილში ძალიან დიდი დრო გავატარეთ“,- აღნიშნავს როზა. 
 
2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ის და კრისტოფერი მიხვდნენ, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინება გადაწყვიტეს.
 
„ჩვენთვის ქორწილი ძალიან ემოციური იყო. გვიხაროდა, რომ ცერემონიას ჩვენი შვილები და შვილიშვილებიც დაესწრნენ. ორივე 80 წელს გადავცდით და არ ვიცით, რამდენი დრო დაგვრჩა, თუმცა გვინდა, რომ ერთად გავატაროთ", - ამბობს კრისტოფერმა.


 
 
2.რალფი და როზი
 
 ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც როზს იურისტმა  შვილმა, სახელად კარენმა  სთხოვა ჩემს ერთ-ერთ კლიენტთან, რალფთან ვახშამზე გამომყევიო.  კარენმა კლიენტის შესახებ დედას უთხრა, რომ ის ქვრივი კაცი იყო და გარდაცვლილ მამას ძალიან აგონებდა.  აღსანიშნავია, რომ რალფთან  შეხვედრისას როზისაც ზუსტად იგივე შეგრძნება გაუჩნდა.
 
შეხვედრა ბოსტონში, ხელოვნების მუზეუმში შედგა. კარენის კლიენტი, რალფ ინსინგერი, იხსენებს, რომ როზის დანახვისას გულისცემა აუჩქარდა..  ასე დაიწყო მათი მეგობრობა, რომელიც სიყვარულში მალევე გადაიზარდა. 
 
როზი და რალფი ერთმანეთისგან შორს ცხოვრობდნენ - ამიტომ გადაწყვიტეს საკომუნიკაციოდ ელექტრონული წერილები გამოეყენებინათ. ასე დაგროვდა წლების განმავლობაში ასობით მეილი, რომელთა ნაწილს სულ ახლახან წიგნში მოეყარა თავი. ნამუშევარი, სახელწოდებით „მოულოდნელი შეხვედრა, ონლაინტრფობა და სიყვარულის ენა“, რალფისა და როზის 200-ზე მეტ წერილს აერთიანებს, სადაც ისინი ერთმანეთს თავშესაქცევ აქტივობებზე, ინტერესებზე, ოჯახსა და სხვა თემებზე უყვებიან.
 
რალფისა და როზის სიყვარულის ისტორია 2020 წელს ქორწილით დაგვირგვინდა, რომელსაც მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ...
 

 
3.ფრედერიკი და ფლორენსი
 
ფრედერიკ  პოლი და ფლორენს ჰარვი ერთმანეთს სკოლაში შეხვდნენ. კლასელებს ერთმანეთი ძალიან მოსწონდათ,  რაღაც დროის განმავლობაში ერთადაც იყვნენ.. თუმცა,  წყვილის ისტორიას გაგრძელება არ მოჰყოლია.  მათი გზები მეორედ 60 წლის შემდეგ, ვალენტინობის დღეს  გადაიკვეთა. 2020 წლის 14 თებერვალს ფლორენსმა გადაწყვიტა ფრედერიკისთვის დაერეკა.  როგორც ის ამბობს,  უნდოდა მისთვის მეუღლის გარდაცვალების გამო თანაგრძნობა გამოეხატა. 
 
„ძალიან რთულია, როდესაც მეორე ნახევარს კარგავ. ვიცოდი, რომ ფრედი თავს ძალიან  ცუდად გრძნობდა .. თან სიყვარულის დღე იყო, მეც მარტო ვიყავი და გადავწყვიტე მისთვის დამერეკა“,- ამბობს ფლორენსი.
 
ფრედერიკს მისი ზარი ძალიან გაუხარდა და მათ ერთმანეთისთვის წერილებიც მიწერა დაიწყეს. როგორც ფრედერიკი იხსენებს, ფლორენსის ხმის გაგონებისთანავე, მის მიმართ ის ძველი, ბავშვური გრძნობა დაუბრუნდა.  8 თვიანი უერთიერთობის შემდეგ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა. 
 
როგორც ისინი ამბობენ, სიყვარულის პოვნა გვიანი არასდროსაა...


 
 
4.რეიჩელი და მარკი
 
არასდროს არ იცი, შენი ცხოვრების სიყვარულს როდის შეხვდები - ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით თუ გეტყვით, რომ ამერიკაში მცხოვრებმა  რეიჩელმა და მარკმა  ერთმანეთი  ტაქსიში გაიცნეს..  ისინი ჰელოუნის წვეულებიდან სახლისკენ მიიჩქაროდნენ, როდესაც თანხის დაზოგვის მიზნით  ორივემ  ე.წ. ტაქსის გაზიარების სერვისით სარგებლობა გადაწყვიტა.. როგორც მოგვიანებით  წყვილმა გაიხსენა, მათ იმდენად დიდი მანძილი ჰქონდათ გასავლელი, რომ გზაში ერთმანეთთან საუბარი გადაწყვიტეს. აღმოჩნდა, რომ მათ საკმაოდ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. 
 
„მგზავრობის დასრულებისთანავე, რეიჩელს შევთავაზე სახლამდე მიგაცილებ-მეთქი. მეორე დღეს კი პაემანზე დავპატიჟე. ყველაფერი ძალიან უცბად მოხდა. მაგრამ იცით რას გეტყვით? დიდი დრო არ გჭირდება დასაფიქრებლად, როდესაც გრძნობ, რომ ცხოვრების სიყვარულს შეხვდი“,- ამბობს მარკი... 
 
რეიჩელმა და მარკმა 202 წელს იქორწინეს... 


 
 
5.რონი და ჯოისი


ნამდვილი სიყვარული არც წინააღმდეგობებს უშინდება..  რონისა და ჯოისის ურთიერთობას უამრავი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა.  1941 წელს, როდესაც

წყვილმა იქორწინა - მათ ოჯახის წევრები და მეგობრები გამუდმებით უმეორებდნენ, რომ ისინი მალევე დაშორდებოდნენ.  თუმცა, რონმა და ჯოსიმ ყველას დაუმტკიცეს, რომ ისინი ძალიან ცდებოდნენ. ცოლ-ქმარმა  ცოტა ხნის წინ ქორწინების 82 წლის იუბილე აღნიშნა.  
 
„ხანდახან ცხოვრება რთულია, მაგრამ სირთულეების დაძლევას ერთად ვცდილობთ. ერთმანეთზე ვზრუნავთ.. ჩვენს ურთიერთობაში უფროსი არ არსებობს“,- ამბობს ჯოისი. 
 
აღსანიშნავია, რომ ის და რონი დიდ ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივი ქორწინების მქონე წყვილად ითვლება.. 


 
6.მარვინი და ლუსილი

 ნებრასკელმა წყვილმა კი  ერთად ყოფნის  64 წლის იუბილე იგივე სამოსში აღნიშნა, რომელიც ქორწილის დღეს ეცვა. მარვინ და ლუსილ სტოუნებმა  ჯვარი 1960 წელს ნებრასკის ქალაქ სტერლინგის ლუთერანულ ეკლესიაში დაიწერეს. იმ დროისთვის მარვინი თითქმის 29 წლის, ლუსილი კი 22 წლის იყო.  ორივე მათგანი მასწავლებელი იყო, ერთმანეთის სწორედ იმ სკოლაში გაიცნეს, სადაც ასწავლიდნენ..  

იუბილეზე  მათ ნებრასკის ერთ-ერთ მდელოზე იცეკვეს  და ფოტოსესიაც მოიწყეს.. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც 64 წლის წინ...  

წყვილმა ფოტოგრაფს ხანგრძლივი ურთიერთობის რჩევები და საიდუმლოებებიც გაუზიარა.. ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

 1.იმუშავეთ თავდაუზოგავად

2.სიკეთით და მზრუნველობით მოეპყარით ერთმანეთს

3.სანამ რამეს იტყვით, დაფიქრდით

4.თქვენს სისუსტეებზე გასამარჯვებლად ერთმანეთის სიძლიერე გამოიყენეთ

5.რწმენით გაძლიერდით.

 

ასევე ნახეთ:

VIDEO: „შენ და კონსტანტინე დაშორდით?!“ - თათა გიორგობიანის რეაქცია და პასუხი გამომწერის ამ კითხვაზე

კახა კალაძე და პაოლო მალდინი მეუღლეებთან ერთად – ნახეთ, რა კადრებს ავრცელებს თბილისის მერი