„ჩემთვის წარმოუდგენელია, იმიტომ რომ არასდროს მინახავს...“ - ბესოს გულახდილი საუბარი და ემოციები „პრაიმ ჰაუსში“

ბესო და თაია

„პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, ინტერვიუ „ნიღბის გარეშე“ შედგა. კიდევ ერთი მონაწილე, რომელმაც საკუთარ ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა, ბესო იყო.

მისმა ნაამბობმა ბავშვობასა და პირადი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე, „პრაიმ ჰაუსელები“ გულგრილი არ დატოვა და მათმა ნაწილმა ცრემლებიც ვერ შეიკავა.

ბესო ამბობს, რომ 6 წლის იყო, როცა მშობლები დაშორდნენ, მას შემდეგ კი, მამასთან ურთიერთობა აღარ ჰქონია.

„ჩემი ერთადერთი, ყველაზე დიდი კომპლექსი, რომელიც არსად, არასდროს მითქვამს... მიკვირს, როდესაც ჩემ ძმაკაცებს მამები ეფერებიან. ჩემთვის ეს არის წარმოუდგენელი რაღაც, იმიტომ რომ არასდროს მინახავს. 

მამაჩემი, სახლიდან წასვლის შემდეგ, ვნახე ბებიას სამძიმარზე, მაშინ 17 წლის ვიყავი.  

როგორც კი ახლოს მივედი, სისხლმა იყივლა. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ იმ ადამიანს ჩამოვართვი ხელი, ვინც ჩემი ნაწილი იყო. გრძნობ, რომ გიყვარს, მაგრამ არ იცი სიყვარული, იმიტომ რომ მის გარეშე ხარ გაზრდილი. 

მაშინ არ შემდგარა ჩვენ შორის დიალოგი...

დღესდღეობით, მაქვს ურთიერთობა, არც თუ ისე ხშირი, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ბევრად განვითარებული.

...დედაჩემი იყო ჩემთვის დედაც, მამაც, მეგობარიც, დაც... “, - ამბობს ბესო.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „მიესალმე ხალხს...“ - ვრცელდება ნიცა თავაძის კადრები

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორ გავმდიდრდეთ 2024 წელს - რჩევები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის