7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის მთავარი მოთხოვნაა ემოციური სტაბილურობა. კონცენტრაცია გააკეთეთ სამსახურის საქმეებზე, გაგებით მოეკიდეთ ოჯახის წევრების ემოციურობას.

კურო

ნუ ჩაერევით უსარგებლო საუბრებში. შესაძლოა, გარშემომყოფებისგან იყოს საკუთარი პრობლემების თქვენთვის თავს მოხვევის მცდელობა. მიხედეთ თქვენს საქმეებს, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.

ტყუპები

ყურადღება მიაქციეთ გართულებული, ან გაჭიანურებული საკითხების მოგვარებას. ნუ მიიღებთ რადიკალურ ზომებს ურთიერთობებში. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და განწყობაზე.

კირჩხიბი

შეინარჩუნეთ ემოციური სტაბილურობა. სამსახურში თუ სახლში მუშაობით ნუ გადაიტვირთებით, მეტად იაქტიურეთ შემოქმედებითი კუთხით. მოუსმინეთ შინაგან ხმას.

ლომი

დღეს, იზრუნეთ პირადი და საოჯახო ურთიერთობების დალაგებაზე. სამსახურში შეგიძლიათ, უფრო აქტიურ პოზიციაში იყოთ.

ქალწული

დღე დაიწყეთ მოტივირებულად, აიმაღლეთ განწყობა სასიამოვნო მუსიკით. გახსოვდეთ, დატვირთულ დღესაც უნდა გამონახოთ დასვენებისთვის მცირე დრო.

სასწორი

იზრუნეთ ემოციურ სტაბილურობაზე. სამსახურში შეგიძლიათ, ინიციატივაც გამოიჩინოთ, თუმცა, ახალი საქმეების წამოწყებისთვის, სხვა დღე სჯობს, შეარჩიოთ. ყურადღება მიაქციეთ სამყაროს მინიშნებებს.

მორიელი

დღე საკმაოდ მშვიდ და პოზიტიურ ვითარებაში ჩაივლის. გააანალიზეთ დაშვებული შეცდომები, იფიქრეთ სამომავლო ნაბიჯებზე, მეტად დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას.

მშვილდოსანი

გახსოვდეთ, რომ ოპტიმისტური განწყობა წარმატებული დღის საწინდარია. ნუ გაიფუჭებთ ხასიათს წვრილმანი უსიამოვნებებით, იფიქრეთ იმიჯის შეცვლაზე.

თხის რქა

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, იზრუნეთ განწყობაზე. სხვა მხრივ, სჯობს, ახალი არაფერი წამოიწყოთ და ჩვეული საქმიანობით შემოიფარგლოთ.

მერწყული

გაიხალისეთ განწყობა და იზრუნეთ საყვარელი ადამიანების გახარებაზე. მოაგვარეთ გადასაწყვეტი საკითხები.

თევზები

შეიქმენით ფერადი განწყობა. მოინახულეთ მეგობრები, რომლებთან ურთიერთობაც გახალისებთ და გმატებთ თავდაჯერებას. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისგან.