„ჩემს გამოა აუტსაიდერი...“ - რას ამბობს ნინუშკა ლისენკო მერიემისა და კრისტის კონფლიქტში მის მონაწილეობაზე

მერიემ გოგაშვილი

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეებს, მერიემისა და კრისტის შორის ურთიერთობა კარგა ხანია დაიძაბა, თუმცა, ახლა მათი კონფლიქტი მწვავე ფაზაში გადავიდა. როგორც ეთერში გასული ეპიზოდებიდან ირკვევა, ამჯერად, მათი დაპირისპირების საბაბი ცნობილი ტაროლოგი, ნინუშკა ლისენკოა. ამის შესახებ მან ტიკტოკზეც დაწერა.

რაღაც მოხდა, რასაც ვერ გავაჟღერებ. მაგრამ ვიტყვი, რომ ჩემს გამოა აუტსაიდერი. გვერდით დავუდგეთ მერიემს“. - დაწერა მან.

@lambaqi ვიდეოს ხარისხზე ბოდიში 😆 #fyp #primehouse @ninushkalisenko4 ♬ original sound - Lambaqi 💎

როგორც მერიემმა „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ნინუშკა მისი ახლო მეგობარია და ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, გვერდით უდგას და ამხნევებს. კრისტის თქმით კი, მერიემმა მასზე ნინუშკასთან იჭორავა, რის გამოც, გოგოები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, თუმცა, კრისტიმ ლისენკოსგან ბოდიშიც მიიღო.

„პრაიმტაიმი“ ნინუშკა ლისენკოს დაუკავშირდა, თუმცა მან მისი ამ კონფლიქტში მონაწილეობა უარყო.

მე კრისტისკენაც ვარ და მერიემისკენაც, მხოლოდ ორ გოგოს ვგულშემატკივრობ. მინდა, რომ გოგომ მოიგოს. ვიცი მაგ კონფლიქტის შესახებ, მაგრამ კრისტისთან ძალიან კარგად ვარ. მე არ ვარ იმ კონფლიქტში ნახსენები გოგო“. - ამბობს ნინუშკა ლისენკო.