პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პრაიმ ჰაუსის ყოფილი მონაწილე სალომე უშხვანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და ამჯერად ახალი სეზონის მონაწილე თამარ ახალკაცის პროექტში დატოვებას ეხმიანება.
„მაპატიეთ რომ თამარა ვერ გამოვიყოლე შინ და უკან შეგიბრუნეთ!
მეცოდებით მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ მყოფები ჩემი ცელივით ქალი, გიჟი ქალი! ტატუისტს ეძებს გადაკუზული ლომი უნდა მიიიხატოს დუნდულზე, დაპლიუსდით ტატუ არტისტები“ - წერს უშხვანი.
გუშინ „პრაიმ ჰაუსის“ შაბათის ლაივ შოუში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ცნობილია, რომ სპეციალურად მოწყობილ ოთახში, სადაც მესამე სეზონის მონაწილე დიასა, სხვა „პრაიმ ჰაუსელებთან“ ერთად ამხნევებდა დარბაზში მყოფებს, სალომე უშხვანიც იმყოფებოდა.
ლაივის მსვლელობის დროს, თამარ ახალკაცმა თაია ჭიჭინაძესთან კამათის დროს, სალომეს მისამართით უწმაწური სიტყვა თქვა, სწორედ ამიტომ, სალომემ გადაწყვიტა, რომ იქაურობა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა. თუმცა, როგორც შემდეგ თავად თქვა, გიორგი დიასამიძეს სცა პატივი და დარჩა.
„დიასას პატივისცემით ვარ აქ... ძალიან სამწუხაროა, მეც რომ ქალი ვარ და თამარიც. წარმატებას ვუსურვებ ყველა აუტსაიდერს, გარდა თამარასა“, - მიმართა სალომემ იქ მყოფებს.
ასევე ნახეთ:
„ამას არ ველოდი“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსის“ ლაივის დროს, რომელსაც სალომე უშხვანიც ესწრებოდა