„ჩემი ოცნების ქორწილი მქონდა, ზუსტად ისეთი იყო, როგორზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი…“ - ლიზი ქონიაძე

ლიზი ქონიაძე

„პრაიმჰაუსის“ მონაწილე ლიზი ქონიაძე გათხოვდა. მისი რჩეული 29 წლის გიორგი ბუაძეა. როგორც ის ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, თავისი ოცნების ქორწილი ჰქონდა:

„თამამად ვიტყვი, რომ ჩემი ოცნების ქორწილი მქონდა, ზუსტად ისეთი,როგორზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, სხვათა შორის, წინასაქორწინო პერიოდმაც ძალიან მშვიდად და ნერვიულობის გარეშე ჩაიარა. ალბათ, ეს ჩემი მეუღლის, გიორგის დამსახურებაა. ყველაფერი ერთად გავაკეთეთ…“

ლიზი და გიორგი პირველ შვილს ნოემბერში ელოდებიან. ლიზის ქორწილშიც ეტყობოდა მომრგვალებული მუცელი:

„ძალიან კარგი ორსულობა მაქვს. ტოქსიკოზი არ მაწუხებს, ძირითადად, ვისვენებ, ვწევარ, თავს არ ვიტვირთავ. გარშემო მყოფებიც მაქსიმალურად მიწყობენ ხელს…“