ბოტოქსის სკანდალის გამო, 40 აქლემი სილამაზის კონკურსზე არ დაუშვეს (ომანი)

აქლემი

ომანში, აქლემების სილამაზის კონკურსიდან 20 ცხოველი მოხსნეს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მათ კოსმეტიკური პროცედურები ჩაუტარეს.

Daily Mail-ი წერს, რომ აქლემების კონკურსები სპარსეთის ყურის ქვეყნებში რეგულარულად იმართება. ისინი ბედუინების მემკვიდრეობას ეძღვნება და მოიცავს შეჯიბრებებს ძვირადღირებული პრიზების მოსაპოვებლად.

კონკურსის მაღალი სტანდარტების გამო, წელს ბევრმა მომშენებელმა გადაწყვიტა აქლემებისთვის ტუჩები ბოტოქსის საშუალებით გაედიდებინათ. გარდა ამისა, ისინი იყენებდნენ მიორელაქსანტებს - დრუნჩის გამომეტყველების დასარბილებლად და სილიკონის ცვილის ინიექციებს - კუზის ზომის გასაზრდელად.

კოსმეტიკური ჩარევები ვეტერინარებმა შეჯიბრებამდე ცხოველების დათვალიერებისას შეამჩნიეს. მათ ინიექციებისა და სილიკონის მქონე აქლემებს კონკურსში მონაწილეობა აუკრძალეს.

მსგავსი შემთხვევა 2021 წელს საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა. მაშინ ორგანიზატორებმა პირობა დადეს, რომ „მკაცრ სასჯელს დააკისრებენ მათ, ვინც ამით არის დაკავებული“.