„ექვსოთახიანი ბინა ვიყიდე... ეს არის ჩემი ოცნების სახლი“ - თამო ვაშალომიძე სახლის კადრებს აქვეყნებს
1777492330
აშშ-ში, კოლორადოს შტატის მცხოვრებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ფაზლი ააწყო. ტელეკომპანია KRDO-ს ცნობით, ის 60 ათასი ნაწილისგან შედგებოდა.
ლუ სალასს 4 წელი ანუ 800 საათი დასჭირდა ფაზლის ასაწყობად, რომელზეც გამოსახულია 7 კონტინენტი და მსოფლიოს ასობით საოცრება. მან გიგანტური სურათი თავის ფარეხში განათავსა, რომელიც 3 მანქანაზეა გათვლილი. სალასის თქმით, მას რამდენიმე წელი დასჭირდა მხოლოდ იმის მოსაფიქრებლად, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ნაწილების ასეთ რაოდენობას და საქმეს მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა. კაცი ფაზლს ნაწილ-ნაწილ აწყობდა, რაშიც მას 8 წლის შვილიშვილი ეხმარებოდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ, სალასმა ფრაგმენტები ერთმანეთს დაუკავშირა. ნაწილების შეერთების პროცესმა 9 საათი გასტანა.
კომპანია Dowdle-ის ეს ფაზლი ასობით დოლარი ღირს (თუკი სადმე ჯერ კიდევ იყიდება). ლუ სალასს სურს, ის ვინმეს სრულიად უფასოდ გადასცეს, რათა მისი აწყობით სიამოვნება სხვა ადამიანმაც მიიღოს.