აშშ-ში ბებია შვილიშვილის მოვლისთვის საათში 20 დოლარს ითხოვს

ჩვილი

ახალბედა დედა შოკში ჩავარდა, როდესაც მისმა დედამ შვილიშვილის მოვლისთვის თანხა მოითხოვა.

29 წლის დედა ამერიკიდან სამსახურში დაბრუნებას გეგმავდა, თუმცა, როდესაც მან დახმარებისთვის მიმართა 64 წლის პენსიონერ დედას, მისგან უარი მიიღო. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს. 

„მან მითხრა, რომ თუ ნამდვილად მინდოდა ბავშვის მოვლა, დავრჩენილიყავი სახლში და თავად მეზრუნა სანამ ჩემი პარტნიორი სამსახურიდან დაბრუნდებოდა, როგორც ეს „ტრადიციულ“ ოჯახებში ხდება“,- წერს ქალი. 

ქალი ამბობს, რომ ის უფრო მეტს გამოიმუშავებს სამსახურში, ვიდრე მისი პარტნიორი, ამიტომ დისტანციურად მუშაობასაც ვერ შეძლებს.

„როდესაც დედაჩემს ავუხსენი ყოველივე ზემოთქმული, მან თქვა, რომ გადამეხადა 20 დოლარი საათში, ბავშვზე ზრუნვაში. პლუს დაგვიანების საფასური“, - წერს ქალი და ამტკიცებს, რომ დედა „არაფერს აკეთებს, გარდა ტელევიზორის ყურებისა და საჭმლის მომზადებისა“.