ტრაგედია ნუცა ბუზალაძის ოჯახში
1773490725
მსახიობი ნინო მუმლაძე, რომელიც მარტოხელა დედაა, სოციალურ ქსელში გულახდილ ვიდეოს აქვეყნებს და საუბრობს თავისი ყოველდღიური ცხოვრების დატვირთულ გრაფიკზე.
„სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო მრჩება საკუთარი შვილისთვის და ამას ძალიან განვიცდი. დედაჩემი ფაქტობრივად ზრდის ჩემს შვილს და უზარმაზარ ენერგიას ანაწილებს მის აღზრდაზე. ჩემთვის ეს ფსიქოლოგიური ბარიერია, მაგრამ სხვა გზა არ არის, მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია.
..არც ერთ ინტერვიუში საჯაროდ არ მილაპარაკია, მაგრამ მარტოხელა დედობა მართლა ორმაგი პასუხისმგებლობაა. გინდა, არ გინდა, უნდა შეითავსო როგორც დედის, ისე მამის როლი. სახლში როცა მოვდივარ, მიწევს უამრავი რუტინული საქმიანობის ერთდროულად შესრულება – საკვები, წყალი, საფენები, მძიმე პარკები… ხშირად დედა იღებს მეტს საკუთარ თავზე...“,- ამბობს ნინო მუმლაძე.